среда, 20 апреля 2016 г.

9  დღე
           ტრენინგის მსვლელობისას შევისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ეფექტურად მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად, ინტერნეტის გამოყენება პროცესის  გასაუმჯობესებლად გავეცანით შეფასების რუბრიკებს და მოსწავლეთა შეფასებას ამ რუბრიკებით, აგრეთვე როგორ ჩავრთო  მოსწავლეები  შეფასების პროცესში, როგორ გახდნენ ისინი თვითრეგულირებადი მსწავლელები, ვისწავლეთ როგორ გავუწიოთ კლასს ფასილიტაცია და სხვ.....
          საბოლოოდ შევქმენით პორთფოლიო, წარმოვადგინეთ ჩვენი ნამუშევრები, გავუზიარეთ ჩვენს კოლეგებს და მივიღეთ უკუკავშირები კოლეგებისგან.
   

вторник, 19 апреля 2016 г.

8 დღე

შევისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები  ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების  პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლის მიერ  პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის.
მოვაწესრიგეთ საქაღალდე . ტრენინგი იყო სახალისო და ნაყოფიერი.
 6  დღე
     
           სამუშაო დღის მეტი წილი დაეთმო საშინაო დავალებების განხილვასა და უკუკავშირებს, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.ყურადღება გავამახვილეთ ტექნიკურ უნარ- ჩვევებს,  განვიხილეთ შეფასების რუბრიკები. დღე იყო ძალიან   ნაყოფიერი.

воскресенье, 10 апреля 2016 г.

5 დღე
             მოსწავლეების   როლით შესრულებული დავალებების შესრულებით გავიგე თუ როგორი სირთულის დავალებები უნდა მივცე  მოსწავლეებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია  მითითებების მიცემა.  

пятница, 8 апреля 2016 г.

4 დღე
საინტერესო და სახალისო შეხვედრა იყო. შევისწავლეთ პროექტზე მუშაობისას დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა; შევისწავლე ონლაინკოლაბორაციის გამოყენება,რასაც გამოვიყენებ სასწავლო პროცესში